ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 7 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ  55 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.1%-ით, მაქსიმალური 9.5%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.32%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

 

კომენტარები