მიანმარი

მიანმარის ყოფილ დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის სამხედრო ხუნტამ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

აუნ სან სუ ჩი

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ის დაადანაშაულეს და ბრალდებულად ცნეს Covid-19-ის რეგულაციების დარღვევების წახალისებაში, ბუნებრივი კატასტროფების კანონის ქვეშ. 

76 წლის აუნ სან სუ ჩის 11 ბრალდება აქვს წაყენებული, ის ბრალს არც ერთ მათგანზე აღიარებს. 

სან სუ ჩის პროცესი დახურულ კარს მიღმა იმართებოდა. მის ხუთივე ადვოკატს აკრძალული აქვს მედიასთან საუბარი, რადგან ხუნტა თვლის, რომ ამან, შესაძლოა, ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გაერო სან სუ ჩის პროცესს ახასიათებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

სან სუ ჩი 2021 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ხუნტა პარტია დემოკრატიის ეროვნულ ლიგას, რომლის წევრიცაა სან სუ ჩი, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. გადატრიალების შემდეგ სან სუ ჩი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებსაც მიანმარის ხუნტის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღითაც შლიდნენ. დაიღუპა ასობით ადამიანი. 

კომენტარები