მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის კიდევ ერთი მონაწილე პოლიციაზე თავდასმის ბრალდებით დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილე [1974 წელს დაბადებული კ. ქ.] პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

მომდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

1 დეკემბერს პოლიციამ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის 3 მონაწილე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავა.

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები