კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პიკური მაჩვენებლის შემცირებას ხელს აქციები, პირბადის არგამოყენება უშლის

პიკური მაჩვენებლის შემცირებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ის, რომ მობილობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გარკვეულწილად აქციებთანაა დაკავშირებული, ასევე პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდეა ჩამოსული.

ამდენად, ესაა ჩვენი ჩარევის გარეშე, ვირუსის ბუნებრივი გავრცელების ტენდენცია, რომელსაც დასჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალისხმება იმისთვის, რომ დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებლებს. ჯანდაცვის სისტემა დღეს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და ეს პრაქტიკულად გრძელდება ოქტომბრის შემდეგ, ესაა ძალიან დიდი დატვირთვა სამედიცინო პერსონალისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე. გასულ დღე-ღამეში COVID 19-ის დიაგნოზით 80 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების  5 050 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.38%-ია.

კომენტარები