ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ბოლო 3 კვირაში 60 წელს გადაცილებული 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა

მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა წამახალისებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გაიზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა აცრაზე. 20-21 დღის განმავლობაში 51 757 ადამიანი აიცრა. აღნიშნული კატეგორიის დღიური საშუალო მაჩვენებელი 2 465-ს შეადგენს.

ამან გადააჭარბა, როგორც ნოემბრის საშუალო მაჩვენებელს, ასევე 5-6-ჯერ გადააჭარბა ოქტომბრის საშუალოს, ის მეტია სექტემბრის მაჩვენებელზეც, მხოლოდ აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. მოგეხსენებათ, აგვისტოში ყველაზე მეტი აცრა გვქონდა. ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა მუშაობს.

ჩვენ გუშინ გვქონდა დღიური 13 603 აცრა, საიდანაც 70% პირველი დოზით აცრა იყო. ძალიან კარგია, რომ პირველი დოზით შედარებით მეტი ადამიანი აიცრა. ამ პირველ აცრებში 52% იყო 60 წელს ზემოთ მოქალაქე. გვინდა, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე სააგენტო ინტერპრესნიუსთან. 60 წელს ზემოთ მოქალაქეები პირველი აცრის შემდეგ 200-ლარიან დახმარებას იღებენ.

კომენტარები