ვაქცინაცია საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში I დოზით 10 232 ადამიანი აიცრა, სრულად ვაქცინირებულია 35%

ბოლო 24 საათში საქართველოში ჯამში 13 063 აცრა ჩატარდა, აქედან პირველი დოზით 10 232 ადამიანი აიცრა.

30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით 1 156 998 ადამიანია ვაქცინირებული (მოზრდილი მოსახლეობის 40.7%), ხოლო სრულად - 998 613 (მოზრდილი მოსახლეობის 35%).

COVID 19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ იმეორებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, მათ შორის, არც პრიორიტეტული ჯგუფებისთვის (ექიმები და მასწავლებლები), რასაც NCDC ითხოვს. მეტიც, მწვანე პასპორტებში, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, განსაზღვრული არ არის კორონავირუსის გადატანის ექვსთვიანი ვადა. ყველა, ვინც ინფიცირებულთა ბაზაშია, თუნდაც გასულ წელს გადატანილი ვირუსის გამო, მწვანე სტატუსით სარგებლობას შეძლებს. 

კომენტარები