კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში მხოლოდ ნოემბრის 29 დღეში Covid 19-ით 1 918 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში – 12 054

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ჯამურად Covid 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 054 გახდა. აქედან 1 918 პაციენტი მხოლოდ ნოემბრის 29 დღეში გარდაიცვალა. 

საქართველო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ბოლო 1 კვირის მონაცემით კი - მე-5-ზე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით მხოლოდ 1 146 766 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 40.4%), ხოლო სრულად - 995 303 ადამიანი (34.8%).

COVID 19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ იმეორებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, მათ შორის, არც პრიორიტეტული ჯგუფებისთვის (ექიმები და მასწავლებლები), რასაც NCDC ითხოვს. მეტიც, მწვანე პასპორტებში, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, განსაზღვრული არ არის კორონავირუსის გადატანის ექვსთვიანი ვადა. ყველა, ვინც ინფიცირებულთა ბაზაშია, თუნდაც გასულ წელს გადატანილი ვირუსის გამო, მწვანე სტატუსით სარგებლობას შეძლებს. 

კომენტარები