არ მგონია, რომ ეს [მიხეილ სააკაშვილის] განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით დრომოჭმული იმპრეტორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე, მაგრამ ამის უკან დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ვფიქრობ, რომ კარგად უნდა დავუფიქრდეთ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ცვლილება, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხერხდა, წინააღდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა გამოაცხადეს კიდევაც, რომ სინგაპურიზაცია არის მთავარი მიმართულება, ეს ქვეყანა დაემგვანებოდა დიდ ბანაკს, სადაც კონკრეტული ადამიანების ჯგუფს აქვს გარკვეული პრივილეგია - მართოს, აქოს, ვინც უნდა, დაჩაგროს, ვინც უნდა და განხორციელოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს სახელმწისოფს, მათ შორის პოლიტიკური, სამხედრო თვალსაზრისით.
tbl.ge/5s71
დაკოპირდა

ასე შეაფასა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სასამართლო სხდომაზე ნათქვამი სიტყვა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




