კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 954 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.74%-ია

Covid 19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 068 ტესტი და დადასტურდა 1 954 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.74%, ბოლო 14 დღის - 9%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.04%.

ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 015 გამოვლინდა, აჭარაში - 105, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 106, კახეთში – 84, მცხეთა-მთიანეთში – 46, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 606, საიდანაც 6 566 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 160 - Covid სასტუმროში, ხოლო 36 880 - საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 728, მათგან 377 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 840 593 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 783 987 პაციენტი და გარდაიცვალა –   11 974.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები