კორონავირუსი საქართველოში

ამირან გამყრელიძე: ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე

​მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა, არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა. გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკაოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.  28 ნოემბრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 333 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.02%-ია.

კომენტარები