დროა

"მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს" – ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ხოშტარია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახო კალოიანისის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა". – წერს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამავე დღეს დროას ლიდერი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში შიმშილობდა.

კომენტარები