მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: გორში გადაყვანის გადაწყვეტილება ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია

რა თქმა უნდა, შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარზე და გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ამიტომ, ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ძალიან ფრთხილები, როდესაც არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე. სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება, სწრაფად შესულიყო და გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ. ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით, რომ ის უნდა გადაიყვანონ ადვოკატთან ერთად, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, მშვიდობიანი პროცესი. 

მე როგორც ვთქვი, გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, არის ამ უკიდურესი კრიზისის ფონზე გამოსავალი და საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, და ასევე, ველოდები და ვიბრძოლებ, რომ ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორში უსაფრთხოდ. და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ბევრი სხვა პოლიტიკური ამოცანისთვის ბრძოლა.

მე ახლა ველოდები ექიმს, რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი, ველოდები ექიმს და გავყვები მის რეკომენდაციებს, ასევე, ველოდები გადასვლის პროცესს, ვიმედოვნებ, როდესაც ამხელა ნაბიჯები გადაიდგა, ახლა წვრილმანებით, დამატებითი ბარიერებით ნუ შევაფერხებთ პროცესს

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში მკურნალობა შესთავაზა.

კომენტარები