ტყიბული

ტყიბულში მიწის მასა ჩამოიშალა – მასში 2 ადამიანი არის მოყოლილი

Tabula

ტყიბულში მიწის მასა ჩამოიშალა. მაშველები მიწის მასაში მოყოლილ 2 ადამიანს ეძებენ.  

როგორც ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

ტაბულა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა - მომხდარზე დამატებითი დეტალების შესახებ მათ პასუხს მირებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები