მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე სააკაშვილზე: ჩვენს გეგმებში არ შედის საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობა

ასეთი საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობას ჩვენ არ განვიხილავთ. ეს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. თუ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩვენს გეგმებში საინიციატივო ჯგუფის შექმნა ან მასში მონაწილეობა არ შედის.

ამბობს ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე საუბრისას. გუშინ, 24 ნოემბერს სააკაშვილის წერილი გავრცელდა, რომელშიც ის წერს, რომ "უმჯობესი იქნება, ჩემი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა".

კომენტარები