მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბობოხიძე სააკაშვილზე: ვეთანხმები, მისი თემა უნდა იყოს მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი

 პრინციპში ვეთანხმები [მიხეილ სააკაშვილს], მიდგომა მართალია. პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა ეს უნდა იყოს ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ინტერესებზე, ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს. ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ით გავრცელებულ მიმართვაში დაწერა.

კომენტარები