სახალხო დამცველი

ლომჯარია: ოცნების წევრები არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურებად, პირველ რიგში, თავმჯდომარე

4 წლის განმავლობაში არაერთგზის გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ეს თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში. აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო. ეს უკვე ნამდვილად სხვა რეალობა იყო. თავიდან ამ ყველაფერს ცოტა არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში. ეს დანამდვილებით ვიცი.

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ TV პირველის ეთერში. მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტების ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა, ქართული ოცნების წევრები ლომჯარიას აკრიტიკებენ და "ნაციონალების დამცველს" უწოდებენ. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ "ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა FAKE-ია, შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა".

კომენტარები