Squid Game

ახალმა სამხრეთკორეულმა სერიალმა SQUID GAME-ის ლიდერობა დაასრულა

Befunky

Hellbound ახალი სამხრეთკორეული სერიალია, რომელმაც Squid Game-ის ლიდერობა დაასრულა. 

Squid Game 46 დღის განმავლობაში Netflix-ის ყველაზე ნახვადი სერიალების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა. ანალიტიკური კომპანია FlixPatrol-ის ცნობით ამჟამად სტრიმინგის სერვისის მაყურებელი უპირატესობას Hellbound-ს ანიჭებს.

Hellbound ყველაზე ნახვადი სერიალია სამხრეთ კორეაში, მექსიკასა და ბელგიაში, ასევე სამეულში შედის ამერიკაში, კანადასა და გერმანიაში. მსოფლიო მაშტაბით პირველ და მეორე ადგილს Hellbound და Squid Game იკავებენ, ათეულშია კიდევ ერთი სამხრეთკორეული სერიალი King's Affection.

ახალი სერიალის მოქმედება დედამიწის ფენტეზი ვერსიაში ვითარდება, რომელშიც ადამიანებს მონსტრები იტაცებენ და ჯოჯოხეთში ატყვევებენ.

Squid Game სამხრეთკორეული სერიალია, რომელიც გამოსვლიდან ცოტა ხანში ნამდვილი სენსაცია და Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. სერიალმა სოციალური ქსელები დაიპყრო და ათასობით მიმის ინსპირაციის წყარო, ასევე წლევანდელი ჰელოუინის კოსტიუმების ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი გახდა. Squid Game-ის პატივსაცემად მსოფლიოს მრავალ ქალაქში თემატური მაღაზიები გაიხსნა.

კომენტარები