Squid Game

პარიზში SQUID GAME-ის მაღაზიის გახსნაზე ჩხუბი მოხდა – [VIDEO]

პარიზში Squid Game-ის მაღაზია გაიხსნა, სადაც სენსაციური სერიალის თაყვანისმცემლებს თემატური აქსესუარების შეძენა შეუძლიათ. 

გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, მაღაზიის შესასვლელთან ჩხუბი მოხდა. ერთ-ერთი კაცი მეორეს მოტოციკლისტის მუზარადს ურტყამდა, ხელჩართულ ჩხუბში კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩაერთო.

გახსნის დღეს მაღაზიაში მოხვედრილ ფანებს წითელი კოსტიუმების მორგების, ასევე სერიალის მეორე თამაშში(შაქრის ორცხობილები) მონაწილეობის საშუალება მიეცათ. Squid Game-ის მაღაზია პარიზში მხოლოდ ორი დღით გაიხსნა.

Squid Game სამხრეთკორეული სერიალია, რომელიც Netflix-ის ჰიტად იქცა. სიუჟეტის ცენტრში კუნძულზე მოხვედრილი ადამიანები არიან, რომელთაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასიკვდილო თამაშებში მონაწილეობა უწევთ. წესების მიხედვით ექვსი თამაშის შემდეგ დარჩენილი ცოცხალი მოთამაშეები კოლოსალურ ფულად ჯილდოს იღებენ. 

 

კომენტარები