Covid 19-ით კიდევ 62 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 440 ტესტი და დადასტურდა 5 085 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 428 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.89%, ბოლო 14 დღის - 9.11%, ხოლო ბოლო 7 დღის - 8.97%.
ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 815 გამოვლინდა, აჭარაში - 202, იმერეთში – 997, ქვემო ქართლში – 330, შიდა ქართლში – 497, გურიაში – 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 427, კახეთში – 358, მცხეთა-მთიანეთში – 139, სამცხე-ჯავახეთში – 152, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 47 884, საიდანაც 6 588 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 103 - Covid სასტუმროში, ხოლო 40 193 - საკუთარ სახლში.
მძიმე პაციენტია 1 698, მათგან 377 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 819 182 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 759 657 პაციენტი და გარდაიცვალა – 11 615.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.





