დემოკრატიის სამიტი

ღარიბაშვილი: ჯო ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე, საქართველოს სახელით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას. 

"რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს".- თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

21 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი – აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს გამოცემა POLITICO-ში გამოქვეყნდა

მიხეილ სააკაშვილმა წერილში აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, შეცვალოს გადაწყვეტილება დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის მიპატიჟების შესახებ, რადგან "ეს მიპატიჟება არასწორ სიგნალს გზავნის და რისკავს ქართული ოცნების არადემოკრატიული მოქმედებების ლეგიტიმაციას".

კომენტარები