კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 55 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 851 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.41%-ია

Covid 19-ით კიდევ 55 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 012 ტესტი და დადასტურდა 1 851 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 530 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.41%, ბოლო 7 დღის 8.97%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.25%.

ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან თბილისში 861 გამოვლინდა, აჭარაში - 83, იმერეთში – 350, ქვემო ქართლში – 84, შიდა ქართლში – 104, გურიაში – 48, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 115, კახეთში – 92, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 47, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 47 289, საიდანაც 6 708 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 123 - Covid სასტუმროში, ხოლო 39 458 - საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 693, მათგან 378 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 814 097 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 755 229 პაციენტი და გარდაიცვალა –   11 553.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები