აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში საშობაო აღლუმის დროს მანქანა შეკრებილი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. პოლიციის თანახმად, ინციდენტს 5 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა. ადგილობრივ საავადმყოფოში, სულ მცირე, 28 ადამიანი გადაიყვანეს, ცნობილია, რომ მათ შორის 12 ბავშვია.
პოლიციამ ავტომობილი იპოვა და მძღოლი დააკავა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა მედიას CBS News-ს უთხრა, მძღოლი სხვა დანაშაულის ადგილიდან გარბოდა, როდესაც აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა. პირველადი გამოძიების თანახმად, ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.





!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)