მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: კიდევ ერთი კვირა მომიწევს კლინიკაში ყოფნა, პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს

მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.

ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს.

მადლობა ყველას

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია FACEBOOK-ზე წერს. 

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

დროას ლიდერი 17 დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში შიმშილობდა.

 

კომენტარები