ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება, შეუშალოს პატიმრის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება N18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონმდარღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენების და კანონმორჩილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმის დაუყონებლივ შეწყვეტისაკენ.