დროა

ხოშტარიას დედა ოცნებას: ელენე თქვენი მსხვერპლია, არ გაქვთ უფლება, მოაწყოთ 37 წელი

ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, რომ თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, სინდისზე ვეღარ ვიტყვი,  ნასახი.

თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის და ყველამ ვიცით, სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი. მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა  საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები! დღეს ჩემი შვილის - ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოსთვის, ყველა საქართველოს მოქალაქისთვის.

თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 37 წელს. მე მაქვს კიდევ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ კიდევ მაქვს, რასაც ვამბობ არ მჯერა, შეიძლება ოდნავ, ერთი ნაპერწკლით მჯერა, რომ მოეგებით გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი!  - გაფრთხილებთ. თქვენ არ გაქვთ უფლება, მოაწყოთ 37 წელი. 

მიმართავს ქართულ ოცნებას ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე. დროას ლიდერმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა, შიმშილობს, მედიკამენტებსა და გადასხმებზე უარი თქვა.

კომენტარები