მიხეილ სააკაშვილი

სერგეენკო სააკაშვილზე: კონსულტაციებით გადაწყდება, სერვისებისთვის საჭიროა გადაყვანა თუ არა

დღეს საღამოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მინდა, თავიდანვე ვთქვა, რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაციაც მალევე მოხერხდა. 

რაც შეეხება გეგმებს, რაც ალბათ ყველაზე უფრო საყურადღებოა, დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების ხვალინდელ სამუშაო გეგმას, რა კვლევები და, ზოგადად, რა სერვისები არის საჭირო ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისათვის და, მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის, კონკრეტულად, რა იქნება ეს სერვისები, ადილზე განხორციელდება თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ. [...] თუ ეს კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები, შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუ საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა. გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი არის სამედიცინო ჩვენება.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე მივიდნენ.

კომენტარები