არ შეიძლება, რომ კაცი სასამართლო პროცესზე არ მიუშვა, არ შეიძლება, რომ კაცს სატელეფონო ზარის უფლება არ მისცე, არ შეიძლება რომ მთელი კონსილიუმი, ექიმები, ასეთ მაღალი კლასის პროფესიონალები ამბობდნენ, რომ ეს კაცი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი და ცინიკურად [პასუხობდე]. ამ საქმის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ ერთადერთ უზენაესს - ეს არის საქართველოს მოქალაქე, სხვანაირად ამ საქმეს ვერ გამოასწორებ, დიქტატურები არ მარცხდება საარჩევნო ბიულეტენითა და მიკროფონთან ლაპარაკით. გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში, ხელისუფლებას ვუთხრათ უარი, ვუთხრათ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, არ შეიძლება საქართველოს ცოცხალი მესამე პრეზიდენტი ცოცხლად შეჭამო და მოკლა, რომ რამე მოუვიდეს, გარწმუნებთ, გაძლევთ 1000%-იან გარანტიას, საქართველო იქცევა ნაწლავებად, ეს მითქვამს თქვენთვის ივანიშვილო.
tbl.ge/5rs0
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას წევრმა, მურმან დუმბაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა".
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




