მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას

აი, კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და რეალურად, მას აქვს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის ქალბატონი. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, მის კაცობაზე ყველას აქვს სათანადო წარმოდგენა, ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, არ აქვს მას უბრალოდ ღირსება და პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ როცა საუბარია სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, აქ ძალიან გვიჭირს ადამიანების სიცოცხლის რისკთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება

ქართული ოცნების თავმჯდომარე TV იმედის ეთერში ამბობს, რომ სამოქალაქო კლინიკაზე თავდასხმის შემთხვევაში სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და "მიხეილ სააკაშვილის გატაცების" საშუალებას არავის მისცემენ. თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, "როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები, ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად ღირს ადამიანების სიცოცხლე თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ დავაყენოთ".

კომენტარები