მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: ხოშტარიასთან მქონდა მეგობრული საუბარი, ჩვენი თხოვნაა, შეწყვიტოს შიმშილობა

ჩვენი თხოვნაა, მან [ელენე ხოშტარია] შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი, მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი, ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დროას ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ. ხოშტარია მე-15 დღეა, პარლამენტში შიმშილობს - ის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. 

კომენტარები