ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რეალობისადმი არის ძალიან მარტივი. პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითიც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ ბრძოლის გზა და ამ შემთხვევაში გირჩი - მეტი თავისუფლებას, ისევე, როგორც დროას, არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა. ამჯერად, კოალიციურ რეჟიმში ვაპირებთ, რომ პარასკევს ერთობლივად გავმართოთ რამდენიმე წერტილში დემონსტრაცია, რაც ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება იმ სისტემასთან, რაშიც გვაიძულებენ ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ, ჩვენ მეგობრებს დასავლეთში დავანახოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი არ ხდება.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ჯაფარიძე: ბრძოლის გზად გვაქვს არჩეული ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება და გადაღლა
tbl.ge/5row
დაკოპირდა
თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა, ლელომ და გირჩი - მეტი თავისუფლებამ პარასკევს, 19 ნოემბერს თბილისის სამ ლოკაციაზე, კერძოდ მეტრო ავლაბართან, მეტრო ვაგზალთან და მეტროსადგურ უნივერსიტეტთან აქცია-მსვლელობა დაანონსეს.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს