მიხეილ სააკაშვილი

მეგრელიშვილი: კანაფზე ამ წამს 84 ადამიანი ზის ციხეში, სააკაშვილზე მეტად მათზე ვნერვიულობ

არ მჯერა ბევრი რამე, ხომ გეუბნები... თუ მოკვდა [მიხეილ სააკაშვილი], ვიტყვი, რომ შევცდი.

[...] ეს ადამიანი ხო თავის პოლიტიკურ აქტს ახორციელებს, თავისი თავისუფალი ნებით, დამოუკიდებლად მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ხო? მწ შეიძლება, სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება, რომ ამ ადამიანზე ვინერვიულო? მორალურად ვკითხულობ – მომეთხოვება? მაინტერესებს.

80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველდღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. აი, ამ წამს 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე. მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე უფრო მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე.

ამის შესახებ გირჩის დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები