მიხეილ სააკაშვილი

ნონიაშვილი დენისოვას არშეშვებაზე: ასე იქცევიან პუტინის ბანაკის წევრები

დღეს, ჩემი აზრით, უტიფრად საუბრობდა იუსტიციის მინისტრი ნიშნის მოგებით, რომ თურმე მათ აქვთ უფლება და არ შეუშვებენ უკრაინის ომბუდსმენს. იგივე გააკეთეს ანა ფოტიგასთან დაკავშირებით. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოზიციაა. მაგ ლოგიკით ქართულ ოცნებას შეუძლია ძალაუფლება იმისთვისაც გამოიყენოს, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოიქციოს თავი, ფაქტობრივად, რასაც ყოველდღიურად ჩადიან. ამ მოქმედებითაც, როცა არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, ყოველდღიურად შორდება დასავლეთს, ჩვენს მეგობრებს. იქ, სადაც ორიენტირი გვქონდა აღებული, საითკენაც უნდა წავსულიყავით ეს ქვეყანა. ხელისუფლება ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და არასწორი გეზით მივდივართ და ეს გეზი მიდის ჩრდილოეთისკენ, ასე იქცევიან პუტინის ბანაკის წევრები.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი უკრაინის ომბუდსმენ, ლუდმილა დენისოვას სააკაშვილთან არშეშვების ფაქტზე. იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის მტკიცებით კი, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

კომენტარები