მიხეილ სააკაშვილი

ნანუაშვილი დენისოვას არშეშვებაზე: ხელისფლება რუსეთში დამკვიდრებულ პრაქტიკას იზიარებს

პენიტენციური სისტემა მაქსი მალურად იხურება ყველა დამოუკიდებელი, ნეიტრალური დამკვირვებლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უკმაყოფილოა განცხადებებით, რომლებოც სახალხო დამცველმა [ლუდმილა დენისოვამ] ვიზიტისას გაახმოვანა.

ეს პრაქტიკა ნამდვილად ჰგავს რუსეთის პრაქტიკას. ესაა პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში და სხვა მსგავს დიქტატორულ ქვეყნებში, როდესაც არ უშვებენ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ უფლებადამცველს. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოც, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება იზიარებს იმ პრაქტიკას, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული წლების განმავლობაში.

ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი უკრაინის ომბუდსმენ, ლუდმილა დენისოვას სააკაშვილთან არშეშვების ფაქტზე. იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის მტკიცებით კი, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

კომენტარები