ეკონომიკა

თურნავა: ქვეყანაში სიღარიბის დონე შემცირდა, ეკონომიკური ზრდა გახდა მეტად ინკლუზიური

ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა [ინფლაცია] პანდემიამ დატოვა. მსოფლიოში ინფლაციის დონეს თუ შეხედავთ, ის ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია. 

რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს ელემენტარული სტატისტიკაა. 2005-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა, სიღარიბის მაჩვენებელი 40%-ს აღწევდა, 2018-2020 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 19-21%-ია, ეკონომიკური ზრდა გახდა მეტად ინკლუზიური. 

თქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 12.8%-იანი ინფლაციაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

კომენტარები