საქართველოს ეკონომიკა

თურნავა: ჩვენი ხელისუფლების დროს სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა

[წინა ხელისუფლების დროს] ეკონომიკური ზრდა იყო ჩაკეტილი ერთ ჯგუფში, ანუ მისი სიკეთე ხმარდებოდა მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ ელიტას და არ ნაწილდებოდა ადამიანებზე.

ჩვენ დროს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ჯერ ეს ერთი, სუფთა სტატისტიკურადაც სიღარიბე აღწევს ისტორიულ მინიმუმს, 400 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩვენი დახმარებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა TV იმედის ეთერში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 12.8%-იანი ინფლაციაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

კომენტარები