კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 565 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.15%-ია

VERGE

COVID-19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 018 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი.  

დღიური დადებითობა 8.15%-ია, ბოლო 7 დღის - 9.77%, ბოლო 14 დღის კი 10.01%. 

4 565 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 753 დადასტურდა, აჭარაში - 151, იმერეთში - 810, ქვემო ქართლში - 330, შიდა ქართლში - 355, გურიაში - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 413, კახეთში - 318, მცხეთა-მთიანეთში - 146, სამცხე-ჯავახეთში - 138, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 47. 

13 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 780 391 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 711 105 ადამიანი გამოკანმრთელდა, 10 894 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 58 366 აქტიური შემთხვევაა. 

1 643 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 630 მკურნალობს, აჭარაში - 127, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  371 პაციენტია, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 32.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები