მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია: ბოლო 1 წელში, რუსთავიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში არავინ გადაუყვანიათ

ჩვენ რაც ვნახეთ ჩანაწერები, მე-12 დაწესებულებიდან [რუსთავის ციხე] მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთ პატიმარი. ანუ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან სხვა პატიმრებს, ეს არ არის სიმართლე. პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, ჩვეულებრივი პრაქტიკიდან ამოვარდნილი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს პატიმარი, მაშინ, როდესაც სხვები გადაჰყავთ ხოლმე სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში.

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. 11 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

კომენტარები