მიხიელ სააკაშვილი

"ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი" – პენიტენციურმა მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მორიგ ვიდეოს ავრცელებს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოს მანქანაში ზის და უარს აცხადებს გლდანის დაწასებულებაში გადასვლაზე. 

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო... არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ნებით, არც ერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, არც ერთ სამედიცინო პროცედურას არ ჩავიტარებ ჩემი ნებით. თქვენ ყველანი ხართ მკვლელები".- ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

ვიდეოში ასევე ისმის უწყების თანამშრომლის ხმა, თუ როგორ მოუწოდებს სააკაშვილს გადმოვიდეს მანქანიდან და "სიკვდილის უფლებას არ მისცემენ".

მანამდე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოეყენებით გადაიყვანეს.  კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილს, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიათრევს, ხოლო შემდეგ მას იატაკზე ტოვებენ. ამის შესახებ სააკაშვილმა იმავე დღეს აცნობა სახალხო დამცველს. 

კომენტარები