მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: კადრებით დადასტურდა, სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით

სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ კადრების გაზიარებითაც, რომელიც აჩვენა იუსტიციის სამინისტრომ. ხდება ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად მოქმედება. ბევრისთვის მიუღებელიც იყო ის ეპიზოდი კადრებში, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიმართვას სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლების, სადაც ის პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც შეიძლება შენ, უმძიმესი დამნაშავის შეურაცხყოფასაც კი მოთმინებით მოეკიდო, მთავარია ეს სტანდარტი იყოს მყარად დაცული. 

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან მოტყუებით, გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებზე. 

კომენტარები