ევროპული საქართველო

ბოკერია კრამერზე: თუ ვითარება არ შეიცვლება, სანქციები დაწესების დღე აუცილებლად დადგება

ის, რომ ამ ტიპის ფიგურა, როგორიც დევიდ კრამერია, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს მეგობარია, მაღალი თანამდებობის პირი იყო ძალიან და ახლაც, ჩვენს რეგიონთან, რუსეთთან მიმართებით ერთ-ერთი გამორჩეული ხმა არის შეერთებულ შტატებში, ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მისი აზრით, ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას თავისუფალმა სამყარომ, შეერთებულმა შტატებმა, ეს ნიშნავს, რომ პროცესი ასე თუ გაგრძელდა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ეს დღე აუცილებლად დაგდგება. 

მინდა, გითხრათ, რომ საქართველოსთვის ეს კარგი არ არის, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, როცა ეს შეიძლება კი არა, დიდი ალბათობით, აუცილებელი გახდება, თუ იქამდე არ შეიცვალა ვითარება. 

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის წერილს, სადაც ის წერს, რომ დასავლეთმა ირაკლი ღარიბაშვილსა და "მის მფარველს", ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესოს. 

კომენტარები