გირჩი - მეტი თავისუფლება

გირჩი-მეტი თავისუფლება: ექვს ქალაქში სუს-ის ოფისები ბლოკირებულია ჩვენ მიერ (LIVE)

გირჩი-მეტი თავისუფლების ცნობით, ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისების შესასვლელები დაბლოკეს - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში.

"ყველა შენობის შესასვლელი ბლოკირებულია სატრანსპორტო საშუალებებით. გირჩი ითხოვს სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას, რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში" - აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები