შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.
სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, უნდა შეეძლოს დაესწროს მის არაპოლიტიკურ სასამართლოს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და უნდა დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება - როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა.