მიხეილ სააკაშვილი

ექიმი: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასწრების გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს

ლევან გოგუაძე
TV პირველი

ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსახურის უფროსი ლევან გოგუაძე აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს. კერძოდ, ქირურგი ამბობს, რომ თბილისში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასწრებისთვის გაათავისუფლეს. 

"ვუკავშირებ იმ აქციას, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ვთვლი რომ სწორია - მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის გამო მე წავედი სამსახურიდან, რომ გამეკეთებინა განცხადება და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი. მე სამსახურიდან წავედი, მაგრამ პაციენტებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ, იმიტომ რომ იქ იყო მორიგე ექიმი, იქ იყო უმცროსი ექიმი. 

მავანს არ მოსწონთ ჩემი აქტიური პოზიცია იმ ნაკლოვანებებზე დამოკიდებულებით, რასაც ვხედავ ჯანდაცვის სისტემაში".- ამბობს გოგუაძე TV პირველთან. 

ექიმის პრალდებებს უარყოფს კლინიკის ხელმძღვანელი. დავით მდინარაძე აცხადებს, რომ ექიმის არყოფნის გამო პაციენტებს საფრთხე შეექმნათ. 

"იმ დღეს, როცა ლევან გოგუაძე იყო რეანიმაციაში მორიგე, მჭირდებოდა და მე არ მყავდა მორიგე ექიმი. ამას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ უდევს. ჩემი ექიმი, სამსახურის ხელმძღვანელი ხუთი დღის განმავლობაში არ იყო, სად დადიოდა მე არ ვიცი. მიმიტოვა პაციენტები, რანიმაცია, განყოფილება და წავიდა. კლინიკის შიდა განაწესია, რომ როცა ადამიანი სამსახურში არ დადის, უნებართვოდ, დაუკითხავად მიატოვებს პაციენტს, ბუნებრივია კლინიკა რეაგირებას მოახდენს".- ამბობს დავით მდინარაძე. 

ლევან გოგუაძე აცხადებს, რომ ის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს. 


 

კომენტარები