მიხეილ სააკაშვილი

მამა ლეონი: საპატრიარქო აღშფოთდა, ამათ მართლა ქრისტიანები არ ვეგონოთო

საპატრიარქოში როგორც ჩანს ძალიან აღშფოთდნენ, ამათ მართლა ქრისტიანები არ ვეგონოთო, და სასწრაფოდ განუდგნენ მიტროპოლიტ ფაჩუაშვილის პრეზიდენტისადმი დადებითი განწყობის განცხადებებს. იქვე დაამატეს - მომავალშიც არავინ იფიქროს ქრისტეს რჯულს მოვექცეთ, ვერ ეღირსებით და პირიქით, ყველას ვუსაყვედურებთ, ვინც თუნდაც შემთხვევით ჩვენი სახელით ქრისტიანულად მოიქცევაო!

ესაა მათი დღევანდელი განცხადების მოკლე შინაარსი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. 

საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.

კომენტარები