მიხეილ სააკაშვილი

პროკურორი: სააკაშვილის სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადეს

ჯარჯი წიკლაური
პროკურატურა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის დაცვის მხარეს სასამართლო სხდომის ჩატარების ალტერნატიული გზები შესთავაზეს, როგორებიცაა სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვა და ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა, თუმცა ამაზე მათ უარი განაცხადეს.

"მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, მათ უარი განაცხადეს ალტერნატიულ გზებზე სასამართლო სხდომის ჩატარებისა, მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვაზე ან ბრალდებულის დისტანციურად ჩართვაზე, ამ ყველაფერზე მათ უარი განაცხადეს. როგორც დავრწმუნდით დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები, რაც ემსახურება კონკრეტული ბრალდებულის დღის წესრიგს", - თქვა წიკლაურმა.

ბექა ბასილაიამ დღეს თქვა, რომ სასამართლო პროცესის ჩატარებას არ აპირებდა და პენიტენციური არც იმაზე მსჯელობდა, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებდა სააკაშვილი პროცესზე მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

კომენტარები