მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კელი: სააკაშვილის საქმეზე უნდა იყოს ან დამოუკიდებელი პანელი, ან პროცესი იყოს საზღვარგარეთ

იან კელი
RFE/RL

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ Пограничная ZONA-ს ონლაინ სემინარზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. კელი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სამართლიან პროცესს ვერ მიიღებს და მიკერძებული სასამართლო სისტემის პირობებში, მის საქმეზე უნდა არსებობდეს ან დამოუკიდებელი პანელი ან პროცესი საქართველოს საზღვრებს გარეთ წარიმართოს.

"ჩემთვის მარტივია დაგეთანხმოთ, რომ სწორი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვას, რომ სააკაშვილო ვერ მიიღებს სამართლიან სასამართლოს ამ მთავრობის პირობებში, რადგან ეს სიმართლეა. თუმცა ვფიქრობ არის კომპრომისის შესაძლებლობა, ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა რომ გამოსავალი არის, იმის უზრუნველყოფა რომ სააკაშვილი მიიღებს ნამდვილ, სამართლიან მოსმენას.

ის დაუსწრებლად გაასამართლეს, რაც არ მიმაჩნია მისაღებ გზად ვინმეს გასამართლებისთვის, მაგრამ როგორც მე ვხედავ, საქართველოს სასამართლო სისტემის მდგომარეობას, მან აჩვენა, რომ ბევრ შემთხვევაში არის ძალიან პოლიტიკურად მოტივირებული და არა რეალურად სამართლიანი და ობიექტური. ეს საქმე ისეთი პოლარიზაციის გამომწვევი გახდა და ტოქსიკურიც კი, რომ სამართლიანი სისტემა რომც ყოფილიყო, სააკაშვილი ვერ მიღებდა სამართლიან სასამართლო პროცესს საქართველოში. ამას ვხედავთ [ხანდახან] აშშ-ში როცა სასამართლო პროცესი წარიმართება ახალ ადგილას, რადგან ბრალდებული ვერ იღებს სამართლიან პროცესს პოლიტიკური ატმოსფეროს გამო. ვფიქრობ, რაღაც ასეთი უნდა მოხდეს სააკაშვილთან დაკავშირებით. რაიმე სახის დამოუკიდებელი პანელი, ან სასამართლო პროცესი იყოს საქართველოს საზღვრებს გარეთ, უკრაინა შეიძლება იყოს ასეთი ადგილი" – თქვა იან კელიმ.

კომენტარები