კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 021 შემთხვევა, დღიური დადებითობა 11.57%-ია

VERGE

COVID-19-ით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 033 ტესტი და დადასტურდა 6 021 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 792 პაციენტი. დღიური დადებითობა 11.57%-ია.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.57%-ია, ბოლო 14 დღის – 9.78%, ხოლო 7 დღის – 10.46%.

ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 253, აჭარა – 203, იმერეთი – 1 160, ქვემო ქართლი – 357, შიდა ქართლი – 511, გურია – 133, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 442, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 197, სამცხე-ჯავახეთი – 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536-ია, საიდანაც 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 300 COVID-სასტუმროში, 45 428 კი ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 699 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 761 067 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 696 921 პაციენტი და გარდაიცვალა – 10 584.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები