მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: არ დავიშლებით, მაგრამ გლდანის ციხესთან არ ვიქნებით, ოცნებას სურს ბუნტის ინსცენირება

ჩვენ არ დავიშლებით, თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება მანამ, სანამ მოპარულ არჩევნებს უკან არ დააბრუნებთ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი პირველ რიგში და შემდეგ არ იქნება ის გათავისუფლებელი. 

არცერთი მსურველი გლდანის ციხეში აქციის გამართვისა, მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, ეს აღიქმება პროვოკაციად, იმიტომ, რომ იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან, იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, უმძიმესი დამნაშავეები ჰყავთ, კანონიერი ქურდები ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი და აქციის გამართვა იქ არის ბროლის ოცნება ქართული ოცნების, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე ასე დაემუქროს და მერე რუსეთის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ. 

ამიტომ, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არცერთმა ჩვენგანმა ფეხი აქედან არ მოვიცვალოთ რუსთავის ციხესთან, ეს არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე. 

კომენტარები