ვაქცინაცია საქართველოში

კაფე-ბარებსა და სასტუმროებში სტუმრებს მწვანე პასპორტს მოსთხოვენ, თავიანთ პერსონალს – არა

luxuryresortphotography.com

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს  - არა.

"რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

"მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოში მწვანე პასპორტი ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. აღსანიშნავია, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

"იყო მოსაზრება, რომ გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზარა, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი" - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

კომენტარები