მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილი ეზიარა ღირსეულად, 40 დღე იმარხულეთ და ნახავთ რა ღვაწლი გაწია

რატომ ვთვლი, რომ დღეს ისტორიული დღეა – მასზე [მიხეილ სააკაშვილზე] ხშირად ამბობენ, რომ მოინანიოს და მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით, ესაა მოქმედება და ეს არაა ნიანგის ცრემლები, ანუ მოჩვენებითი აღიარება რაღაცის, იმისთვის, რომ ადამიანმა საბყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც, სამწუხაროდ, ბევრჯერ გვინახავს და ყოფილა.

მე ახლა ვიტყვი ისეთ წინადადებებს, რომლებზეც არავითარი შეკამათება არ შეიძლება. ესაა პიროვნება [სააკაშვილი] რომელიც 9 წელი საქართველოში ერთპიროვნული მმართველი იყო, რომელიც 9  წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და ახლა მე ქრისტიანულად ვიტყვი, 40 დღე იმარხულა მშრალად, ამის შემდეგ მან აღსარება თქვა და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ, არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი.

სააკაშვილი ეზიარა ღირსეულად. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ რა ღვაწლი გაწია. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია, ესაა მსხვერპლი რაც მან ქვეყნის თავისუფლებისთვის გაიღო, გაძლიერებისთვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. თანამედროვე რეალობაში ასეთი რამ არ მახსენდება, დიდი ღვაწლია მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს. მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე მშრალი მარხვა, აღსარება და ზიარება ნამდვილად დიდი ღვაწლია. მე მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვეობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი, ასეთი იყო დავით მეფე აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული...

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოს  და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელმაც რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და აზიარა.

კომენტარები